|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ნადირაძე აირჩიეს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ნადირაძე აირჩიეს. გადაწყვეტილებას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ვეცდები ჩემი გამოცდილება როგორც ორგანიზაციული, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - განაცხადა ნადირაძემ.

პროფესიით ექიმი ნადირაძე აქტიურად იყო ჩართული კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესში. პროფესიონალი ექიმების გუნდთან ერთად კლინიკამ მოახერხა რეგიონში დადებითი ეპიდსტატისტიკის შენარჩუნება და დაავადებული პაციენტების წარმატებული მკურნალობა.

თეიმურაზ ნადირაძე ასევე გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

მეექვსე მოწვევის საკრებულოში 2020 წლის 29 ივლისს მან ნიკოლოზ ლატარია ჩანაცვლა. შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ვაკანტური გახდა ირაკლი შენგელიას მიერ თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა