ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია შეასრულებს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატებმა ბიუროზე დაასახელეს.
შენგელია მოვალეობას იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია, შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება.
დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა ლატარიამ თანამდებობა დატოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა