|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტების“ და "საიას" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული“ პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გენადი მაკარიძემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. „ლეიბორისტული“ პარტიის წევრის სამსონ გუგავას განცხადებთ, დღეს ქვეყანაში მონურ მდგომარეობაშია, ასევე ცესკო და სასამართლო.

„მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა მცირე პრობლემები საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და და ძალაში დატოვა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. დღეს ქვეყანა არის ბედნიერი, რადგან ყავს მონურ მდგომარეობაში ცესკო და ასევე ყავს მურუსიძის მონური სასამართლო“, -განაცხადა სამსონ გუგავამ.

მისი თქმით, ამ პირობებში გასაჩივრებას აზრი არ აქვს.

დღეს იყო ასევე „საიას“ სასამართლო პროცესი. ორგანზაციამ #80, #87 და #110  უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში არსებული დარღვევები გააპროტესტა და ხმების გადათვლა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არც მათი მოთხოვნა გაიზიარა.

როგორც "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა