|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვეა  სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს, -ამის  შესახებ „საქმის კურსს" „ქართუ ჯგუფის" წარმომადგენელმა ვახო ცაგარელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც ასევე „ქართუ" ახორციელებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მთლიანობაში 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი, თუმცა, პირველ წლებში აქ რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის.

უახლოეს კვირებში ჩამოყალიბდება ასევე ის კონკრეტული დისციპლინები, რომელთა სწავლა საუნივერსიტეტო ქალაქში იქნება შესაძლებელი.

ცაგარელის თქმით, „ქართუ" ასევე აგრძელებს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ პროფესორებთან მოლაპარაკებებს, რომ მათ მუშაობა სწორედ ქუთაისში გააგრძელონ.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი