|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობანსა და მუნიციპალურ გზებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება

ავტობანზე ვიდეო კამერები დამონტაჟდება, ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ავტობანზე კონტროლი სრულად მოხდება.

"არ იქნება ისე, რომ სიჩქარეს შეანელებ, კამერას გაუვლი და მერე ისევ ააჩქარებ. ძალიან უნდა გავამკაცროთ ადმინისტრირება და დამრღვევი დაჯარიმდეს. დაფრინავენ ამ გზებზე, რამდენი პატრულიც არ უნ და დააყენო, მაინც პრობლემატურია. ჯამში 1000 კამერაა შეძენილი და ისინი გაკეთდება როგორც ავტობანზე, ასევე მუნიციპალურ გზებზეც. უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანაა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩქარა დავაყენოთ კამერები და ჩაერთოს ეს ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამისთის მზად არის"-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა