|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლა კონკურსის გამარჯვებული გახდა

10 ივლისს, ქუთაისის N17-ე საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით კონკურსის და კამპანიის  #მოვუაროთსკოლას, იმერეთის რეგიონის გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდა.

კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო. შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.

ერთ-ერთ გამარჯვებულ სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორი მაგდა მაღრაძე ეწვია და სპეციალურ ჯილდო და სკოლის აღჭურვილობა გადასცა.

დღეს ვეწვიეთ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას, რომელსაც გადავეცით ჯილდო და სკოლის აღჭურვილობა - სმარტბორდი. გვჯერა ახალი სასკოლო ტექნიკა  კიდევ უფრო გააძლიერებს და გააფართოებს იმ ინვესტიციას, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ჩადო სკოლების რეაბილიტაციაში. პროექტის ფარგლებში 91 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა,ხოლო წელს 33 სკოლა სკოლა განახლდა. აქედან 15 საჯარო სკოლა იმერეთის რეგიონიდანაა, ხოლო 8 ქუთაისში,”- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.  

ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია, რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

#მოვუაროთსკოლას  ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგებლობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ:  2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ

პროექტის შედეგად სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 39,000-ზე მეტი მოსწავლისათვის საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციით, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვითა და ავეჯისა და ინვენტარის განახლებით.

ავტორი: ნიუპრესი