|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის სკოლებში ორი კვირით შეწყვეტილი სასწავლო პროცესი მოსწავლეებს არ აუნაზღაურდებათ

ქუთაისის ნომერ 1 და 41 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა. მიზეზი მასწავლებლების ტესტირება გახდა. იმისათვის, რომ ტესტირება შეფერხების გარეშე მომხდარიყო, ბავშვები დაითხოვეს. არსებული ინფორმაციით, განაცდურის აღდგენა დასვენების დღეების ხარჯზე მოხდებოდა,  თუმცა, ბავშვების შაბათს სკოლებში არ მივიდნენ. მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა მშობლების ნაწილმა. მათი თქმით, ორი კვირა არაა ცოტა დრო და ბავშვები სასწავლო პროცესს ჩამორჩნენ.

"გვითხრეს, რომ ორკვირიანი ვადა, დასვენების დღეებში ანაზღაურდებოდა. შაბათს დანიშნეს გაკვეთილები, მაგრამ ბავშვები არ მივიდნენ და ჩაიშალა. ასე იქნება მომავალში და გამოდის, ეს დრო დაიკარგა. წინასწარ არ უნდა ეზრუნათ ამაზე,  როგორ შეიძლებოდა ორი კვირით სწავლის შეწყვეტა?"-აცხადებენ მშობლები.

მათი თქმით, რესურსცენტრში უთხრეს, რომ ქუთაისში ტესტირებისთვის სხვა ფართი ვერ მოიძებნა.

"იმის გამო, რომ სხვა ფართები ვერ მოძებნეს ბავშვები უნდა დაზარალდნენ? ისედაც, როგორი სწავლა სკოლებში და საერთო არ ჩატარება გაკვეთილების, როგორ შეიძლება. ფართი, როგორ არ აქვთ, გამოიყენონ პარლემენტის შენობა და იქ გამართონ, საკმარისი ფართია"-აცხადებენ მშობლები.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირით განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეჩერდა. მისი თქმით, ამის შესახებ მშობლები ინფორმირებული ყავდათ და  განაცდურის ანაზღაურებაზე დაპირება არ ყოფილა.

"26 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ორ სკოლაში განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეჩერდა სწავლა. სკოლები მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობენ განათლების ეროვნულ ცენტრთან და ამიტომ იქ ჩატარდა ტესტირებები მასწავლებლებისთვის. ამის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ მშობლები, მათ იცოდნენ, რომ ორი კვირით სწავლა შეწყდებოდა და ანაზღაურებაზე დაპირება არ ყოფილა. მშობლებმა ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ გაუგებარია, ეს პროტესტი"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თმით, მასთან პრეტენზიით მხოლოდ ერთი მშობელი მივიდა, რომელიც სათანადოდ არ იყო ინფორმირებული. 

"მხოლოდ ერთი მშობელი მოვიდა და მან არ იცოდა, რომ მშობლები გაფრთხილებული იყვნენ. მას შენიშვნები განათლების სისტემასთან ქონდა და ვუთხარი, რომ ამის შესახებ სამინისტროსთვის უნდა მიემართა, რადგან უწყებიდან მეტად კომპეტენტურ პასუხს მიიღებდა. ამასთან, არდადეგების გამოცხადების წინ მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათთვის, ვინც იტყოდა, რომ ბავშვის დატოვების პრობლემა ქონდა,  დაკომპლექტდებოდა შერეული კლასები და ბავშვები სწავლას შეძლებდნენ, მაგრამ ამის მოთხოვნა არ ყოფილა"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი