|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი რეაბილიტირებულ შენობაში გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა ახლადრეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის ჩხიკვთა ქორწილის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა.

შენობას რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. სამუშაოები 2018 წელს და ნახევარმილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გამაგრდა საძირკველი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი აღიჭურვა ახალი განათება-გახმოვანების აპარატურით. თეატრი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საპრემიერო ჩვენების ფარგლებში თეატრის ისტორიის ამსახველი  წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. დაარსებიდან დღემდე თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა