|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ,,ტორპედო" 28 ივნისს საჩხერის ,,ჩიხურას" შეხვდება

 ეროვნული ლიგის გათამაშების წლევანდელი ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება, ამ  ეტაპზე ჩატარებულია მხოლოდ 2 ტური, დანარჩენი მატჩები პანდემიის გამო გადაიდო.

 კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების შემდეგ  ქუთაისის ,,ტორპედო"   საწვრთნელ ბაზაზე კარანტინის რეჟიმში გადავიდა, სადაც  ვარჯიშებს ატარებს და ჩემპიონატისათვის ემზადება. 

 გუნდის მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას განცხადებით, სიახლეა ის,  რომ კლუბმა 2 ფეხბურთელი ბექა ტუღუში და ოლეგ მამასახლისი  დაიბრუნა.

   მესამე ტურის შეხვედრას   ,,ტორპედო" რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 28 ივნისს გამართავს, სადაც საჩხერის ,,ჩიხურას" უმასპინძლებს. 

შექმნილი ვითარების გამო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა