|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის "ტორპედო" დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს კი ლევან კობიაშვილი მფარველობს"

"ქუთაისის "ტორპედო" დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს კი ლევან კობიაშვილი მფარველობს" -აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე გიგა შუშანია.  მან დღეს "ტორპედოს" სტადიონთან  ბრიფინგი გამართა, სადაც კლუბის ირგვლის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

"მიუხედავად ხელისუფლების საჯარო გაცხადებისა ქუთაისის ტორპედოს იტალიელი ინვესტორის მფლობელობაში გადასვლის და ფინანსური პრობლემების მოგვარების შესახებ, 5 თვის თავზეც ვერ მოხერხდა „ქუთაისის ტორპედოს“ ინვესტორისათვის გადაცემა და ის კვლავ ქუთაისის მერიის საკუთრებაშია. ისევ დაუფარავია გუნდის რამოდენიმე მილიონიანი დავალიანება. სახელმწიფომ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რაც დავალიანების ნაწილის დაფარვას გულისხმობდა, რის გამოც ვერ ხერხდება კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემა.  აღნიშნული მიზეზით მან კლუბის დაფინანსება შეწყვიტა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა, გუნდის და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამოდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს, ზაზა ჩაჩავას, რომელიც ლევამ კობიაშვილის მფარველობით სარგებლობს. მისი კომპანია „კრისტალბეთი“ კი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია, ხოლო მხარეები კი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისაგან მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, რათა დროელად მოხდეს ინვესტორისათვის კლუბის გადაცემა და ფეხბურთელთა დავალიანების გასტუმრება, მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონი ლარია გამოყოფილი სწორედ კლუბების დასახმარებლად და არა კობიაშვილის და მისი მეგობრების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად" - განაცხადა გიგა შუშანიამ. .

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა