|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" დღეს "შერიფთან" განმეორებით შეხვედრას გამართავს

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" მოლდოვის "შერიფთან" გამართავს.
შეხვედრა ტირასპოლში 21:00 საათზე დაიწყება. 
პირველ შეხვედრაზე "ტორპედომ" ქუთაისში გამარჯვება 2 -1 მოიპოვა. გოლები გიორგი ქიმაძიმ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.
დღევანდელ თამაშს ტრამვის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ დოლიძე გამოეთიშება.
ქუთაისური კლუბისს მწვრთნელის კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია გამარჯვების მოსაპოვებლად.

ავტორი: ნიუპრესი