ქუთაისის "ტორპედო" კვლავ მერიის საკუთრებაში რჩება
კორონავირუსის პანდემიის გამო ქუთაისის "ტორპედოს" ინვესტორისათვის გადაცემის პროცესი შეფერხდა. ამ დრომდე გუნდი კვლავ მერიის მფლობელობაში რჩება.
"ტორპედოს" დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება საკითხის გადაწყვეტა. მისივე თქმით, ამ დრომდე კლუბს წვრთნები არ განუახლებია.
"ჯერჯერობით ვარჯიში არ არის დაწყებული, არც ის ვიცით, თუ რა ფორმატით ჩატარდება ჩემპიონატი, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ფეხბურთელების შეკრება ვერ მოხდება.
კორონავირუსის პანდენიის გამო შეჩერდა საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა მემორანდუმი მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის არსებობს, ხელფასების ნაწილი გასტუმრებულია, გაიცა თებერვლის და მარტის თვის ნაწილი. ძველი დავალიანების გასტუმრება კი მოხდება მას შემდეგ, რაც გუნდი ოფიციალურად ინვესტორის საკუთრებაში გადავა", -განუცხადა "ნიუპრესს" თემურ ჩეჩელაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისში იტალიელი ინვესტორი ფაბრიციო მანინი თებერვალში ჩამოვიდა, გუნდის შემადგენლობის განახლებაც დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო პროცესები შეჩერდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე