|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" საჩხერეს "ჩიხურასთან" დამარცხდა

ქუთაისის "ტორპედო" საჩხერეს "ჩიხურამ" ანგარიშით 0:2 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. პირველ ტაიმში სტუმრები საკმაო უპირატესობას ფლობდნენ და მიზანმიმართულადაც მოქმედებდნენ. მართალია, რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში მათ 5-ჯერ დაარტყეს კვასხვაძის კარის მიმართულებით. „ჩიხურას“ მონდომებამ 37-ე წუთზე გამოიღო შედეგი. კორიფაძემ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ქუთაისელთა ნახევარზე, ვოლკოვის მისამართით გაგზავნა ბურთი  და ანგარიში გახსნა.
თამაშის განახლებიდან 10 წუთში საჩხერელებმა მეორე გოლიც გაიტანეს.

საბოლოო ჯამში, ანგარიშით 0:2 ქუთაისის "ტორპედო" საჩხერეს "ჩიხურასთან" დამარცხდა. საჩხერის "ჩუხურამ" მატჩის შედეგით გათამაშების ცხრილში 3 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ქუთაისის "ტორპედო" კი სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-8 ადგილზეა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა