ქუთაისის ,,ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა
სამთვიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში განახლდა. ქუთაისის ,,ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის ,,ჩიხურას" უმასპინძლა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ტორპედო 2-ით ნოლს აგებდა, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ 2:2 დამთავრდა.
ქუთაისელ ფეხბურთელებს მოგებაც შეეძლოთ, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა. ქუთაისელთა მხრიდან დუბლი გიორგი ფანცულაიამ გაიფორმა.
მომდევნო შეხვედრა თბილისში 5 ივლისს გაიმართება "ტორპედო" თბილისის "მერანს" დაუპირისპირდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა





16:26
14:17
17:28
















