|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" ევროთასებზე 2 მლნ ლარზე მეტი ერგო

ქუთაისის "ტორპედოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობა შედეგიანი გამოდგა.  გამოცემა SPORTALL.GE-ს ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" კი უეფას ფორმატის ცვლილებამ სულზე მოუსწრო.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ "შერიფი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს და 0.25 ქულა მიიღეს, შემდეგ კი სტუმრად 0:3 დამარცხდნენ, ტურნირს გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთნენ.

ქუთაისელებმა ორივე მატჩის ჯამში ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 7:0 დაამარცხეს - შინ 3:0 და სტუმრად 4:0. ორი მოგებისთვის მათ 0.5 ქულა მიიღეს. საერთო ჯამში, "ტორპედომ" უკვე 0.75 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, "ტორპედოს" უკვე გამომუშავებული ჰქონდა 540 000 ევრო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი ისინი დამატებით 280 000 ევროს მიიღებენ. შესაბამისად, კლუბს ხაზინაში, შეიძლება ითქვას, უკვე გარენტირებული 820 000 ევრო, ანუ დაახლოებით 2 330 000 ლარი აქვს.

მოპოვებული სარეიტინგო ქულების მიხედვით ტორპედო ქართული კლუბების სათავეშია.

ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქე ალბანური "კუკეში" იქნება. თამაში  9 აგვისტოს  ქუთაისის ნაცვლად,  თბილისში გაიმართება, ქუთაისის სტადიონი მესამე კატეგორიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა