|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" იძულებითი პროტესტის შემდეგ გუნდის წევრები ბაზაზე დღეს შეიკრიბებიან

ქუთაისის "ტორპედოს" იძულებითი პროტესტის შემდეგ გუნდის წევრები ბაზაზე დღეს შეიკრიბებიან. "ნიუპრესის" ინფორმაციით, საუბარი სავარაუდო ინვესტორებსა და სამომავლო გეგმებს შეეხება. თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ყველა ფეხბურთელი შეხვედრას. 

"ტორპედოს" დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით,  "ტორპედოს" თემით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. 

"დღეს ვიკრიბებით, ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, თუ რას აპირებენ ფეხბურთელები. ვერავის ვეტყვით, ფული არ გვაქვს და ითამაშეთთქო, მაგრამ ისეც არ ვარგა, ფული რომ გამოჩნდება, გუნდი აღარ იყოს. ამიტომ განვიხილავთ ამ საკითხს. რაც შეეხება ინვესტორებს, რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული, წაიღეს მონაცემები და ველოდებით პასუხს. ამათგან, ერთ-ერთი უკრაინული კომპანიაა", - განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა. 

ქუთაისის "ტორპედოს" ბედი ამ დრომდე გარუკვეველია. 9 ოქტომბერს შეწყვეტილი ვარჯიშის შემდეგ გუნდი არ შეკრებილა.  "ნიუპრესის" ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ინვესტორის მოძებნაზე. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც "ტორპედოს" სპონსორობით დაინტერესდა  დეველოპერული კომპანია "ალიანს გრუპ კომპანიაა". 

ამ დრომდე არ ჩანიშნულა მერიასა და ზაალ ჩაჩავას შორის სასამართლო პროცესი. ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს ამბობს, ვალის პირობებში კი გუნდით არავინ ინტრესდება. 

 "ტორპედოს" მორიგი თამაში 19 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა