|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელის შემდეგ გუნდის კაპიტანმაც დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" დაშლის პროცესი გრძელდება. მთავარი მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და სხვა პერსონალის შემდეგ გუნდს მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე ტოვებს- ამის შესახებ მან "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა. 

 "მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის "ტორპედოს" და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს მაგრად ედგენენ და იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა, გადარჩენილიყო და იმედს ვიტოვებ, აუცილებლად დადგება ქუთაისის "ტორპედო" ფეხზე და ისე, რომ პრობლემა არ შეექმნება. აუცილებლად ჭირდება "ტორპედო" ქალაქს და რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატს. იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქალაქში ძალიან უყვარს ფეხბურთი, რომლებსაც არასდროს მიუტოვებია გუნდი და ყველა იმედგაცრუებაზე ფარხმალი არ დაუყრია. იმ გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი, დღე და ღამე რომ იბრძოდნენ, ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა და კიდევ ერთხელ წარმატებები ქუთაისის "ტორპედოს" ყველაფერი კარგად იქნება",  - წერს როინ კვასხვაძე

როინ კვასხვაძემ კლუბს არაერთი გამარჯვება და სიხარული მოუტანა.   ის "ტორპედოს" 2016 წელს შემოუერთდა. 

არსებული ინფორმაციით, როინ კვასხვაძე თბილისის "დინამოში" გააგრძელებს თამაშს. 

ავტორი: ნიუპრესი