|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" სტადიონზე ევროპული ტურნირები მოეწყობა

ქუთაისის მერიასა და მძლეოსნობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის, "ტორპედოს" საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, გარშემო სარბენი ბილიკების გაკეთებას და რაც მთავარია, მის კეთილმოწყობას ისე, რომ ის გამოსადეგი იყოს მძლეოსნური შეჯიბრებებისთვისაც.

თანამშრომლობის მემორანდუმს ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას ასევე ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი დობრომირ კარამარინოვი დაესწრნენ. საპატიო სტუმარი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სტადიონის შესაბამის კონდიციებში მოყვანის შემთხვევაში, იქ შესაძლებელი გახდება სხვადასხვა მასშტაბური ევროპული საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.

ავტორი: ნიუპრესი