|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო სპონსორობით "ალიანს გრუპ კომპანი" დაინტერესდა

ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო სპონსორობის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. - ამის შესახებ კლუბის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტორპედოს" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. 

როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია,  ქუთაისის საფეხბურთო  კლუბით  "ალიანს გრუპ კომპანი" არის დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლები  ქუთაისში იმყოფებიან და საკითხს სწავლობენ.

 "ტორპედოს" დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თუმცა მისი თქმით, ტორპედოს საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია.

"მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ტორპედოს საკითხზე გადაწყვეტილება სწრაფად მისაღებია. მორიგი თამაში 19 ოქტომბერს არის დაგეგმილი და თუ გუნდმა არ ივარჯიშა და არ ითამაშა, მაშინ მისი შედეგები სავალალო იქნება. ასეთი გუნდის მიმართ შემდეგ სპონსორის მოძებნა გაცილებით რთული იქნება. ამ დროისათვის ბაზაზე საკვების და სხვა ყოფითი პრობლემები მოგვარებულია, თუმცა ფეხბურთელების მოთხოვნა ხელფასებია, რისი დაკმაყოფილებაც ცნობილი პრობლემების გამო, ვერ ხდება", -განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

 "ნიუპრესი" დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთა კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 შეგახსენებთ, ორი დღის წინ "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ბაზა დატოვეს და ვარჯიშზე უარი თქვეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა