|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოსა" და ალბანური "კუკეშის" მატჩს საფრთხე აღარ ემუქრება

9 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსა" ალბანური "კუკეშის" შეხვედრას საფრთხე აღარ ემუქრება. 

ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ალბანური მხარე პასუხისმგებლობას ტორპედოს აკისრებდა და მატჩის გადადებას ითხოვდა, თუმცა მათი მოთხოვნა უეფამ არ გაითვალისწინა. 

როგორც  ქუთაისის "ტორპედოში" აცხადებენ,  კლუბი ვიზის გაცემაში არ მონაწილეობს, ისინი მხოლოდ მოწვევებს აკეთებენ, რაც  ინფორმაციის მიღებისთანავე შეასრულეს.
სავიზო პრობლემები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კოსოვოს საქართველო არ აღიარებს,  თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა კოსოვოელი ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება. 

შეხვედრა, როგორც დაგეგმილი იყო, 9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისში შეხვედრის გამართვა ვერ მოხერხდა, რადგანაც სტადიონი არ პასუხობს საჭირო სტანდარტს. ამ ფაქტის გამო ქუთაისის მერია, რომელიც სტადიონის მფლობელია, კრიტიკის ობიექტი გახდა.





ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა