|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული რუკის პრეზენტაცია გაიმართა

"თუ ჯერ არ ყოფილხართ ქუთაისში, მაგრამ გაინტერესებთ, თუ რატომ იზიდავს ეს ქალაქი ამდენ ადამიანს მთელი მსოფლიოდან, შეგვიძლია მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვით გიპასუხოთ, ქუთაისში არის ყველაფერი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ადამიანისთვის" -ამგვარად იწყებს თხრობას მწერალი დატო ტურაშვილი, სპეციალურად ქუთაისის ტურისტული ცენტრის მიერ შექმნილი გამოცემისათვის, რომელიც დასურათებულია მხატვარ ელენე მელქაძის ქუთაისის თემაზე შექმნილი ნახატებით.

ბროშურები და ელენე მელქაძის მიერ შექნილი არტრუკა დღეს ქუთაისის მერიის ააიპში  "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი" წარუდგინეს ჟურნალისტებს. საინფორმაციო ცენტრის გადაწყვეტილებით, პროექტზე სამუშაოდ არაქუთაისელი მხატვარი და მწერალი სპეციალურად შეირჩა, რათა მათი თვალით დანახული ქუთაისი ეჩვენებინათ. დათო ტურაშვილის დამოკიდებულება ქუთაისისადმი ცნობილია, რაც შეეხება ელენე მელქაძეს, ის მისთვის დამახასიათებელი ფერადოვანი მხატვრობის გამო შეირჩა.

"დამიკავშირდნენ ტურიზმის ცენტრიდან და მითხრეს, რომ თქვენი ნახატები ვნახეთ და ზუსტად ასეთი ტურისტული რუკა გვინდაო. ორი თვე ვმუშაობდი ამ თემაზე, ჩამოსული ვიყავი ქუთაისში და ისე შემიყვარდა, როგორც ჩემი ქალაქი", - აღნიშნა მხატვარმა.

პრეზენტაციას ქალაქის მერი, ვიცე-მერები, საკრებულოს თავმჯდომარე და მხარის ვიცეგუბერნატორი ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურისტულ ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს ამავდროულად პროფესიული დღე მიულოცეს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა