„ქუთაისის თვითმმართველობაში პარტიული სიით 123 ადამიანი დაინიშნა“-"ქართული ოცნების" წარმომადგენელი
„ქუთაისის თვითმამრთველობაში პარტიული სიით 123 ადამიანი დასაქმდა“-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამთა ბაკურაძემ. მან აღნიშნული განცხადება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაკურაძემ ააიპებსა და მერიაში კადრების გაზრდის ფაქტს თემით მანიპულირება უწოდა.
„მთავრობის ცვლილების შემდეგ ქუთაისის მერიაში, საკრებულოსა და ააიპში 4 000 დასაქმებულიდან, მხოლოდ 123 ადამიანი დაინიშნა პარტიული სიით. ყველგან ძველი სახეები არიან უმრავლეოსობაში და ადმინისტრაციული თემით მანიპულირება უსამართლოა. თუ ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს დაასაბუთოს, თორემ ეს სიტყვიერი ბრალდებები არასწორია“-განაცხადა ბაკურაძემ. მოგვიანებით კი განმარტა, რომ დანიშვნაში ცვლილება იგულისხმა, რაც თვითმმართველობაში საკადრო კუთხით გატარდა და არ გულისხმობდა პარტიული სიით დანიშვნას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიიაში კადრების ოპტიმიზაციის მიზნით, მერის გადაწყვეტილებით, თვითმმართველობასა და ააიპებში რეორგანიზაცია ჩატარდა, თანამშრომლებმა ატესტაცია-კონკურსი გაიარეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი