|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობა საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში მონაწილეობს

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მერვე საერთაშორისო ტურისტული ფორუმი ,,ხარკოვი-პარტნიორობა ტურიზმის სფეროში" მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობას ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია  მერის მოადგილის კონსტანტინე ქავთარაძის, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის შემადგენლობით იღებს,  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან კი კოტე ჭარხალაშვილი იმყოფება.

ხარკოვში ტურისტული ფორუმი 12-14 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მიესალმენ ქალაქ ხარკოვის ვიცე-მერი იგორ ტერეხოვი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.

ქუთისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ ფორუმის პირველ სამუშაო დღეს, პლენარულ სესიაზე წარადგინა პრეზენტაცია: ,,ქუთაისის განვითარების მიმართულებებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ’’.

 

ფორუმი 3 დღის მანძილზე გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 23 ქალაქის 60-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

                              

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი