|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში ახალი სამსახური შეიქმნება

ქუთაისის თვითმმართველობაში სავარაუდოდ, ახალი სამსახური შეიქმნება. საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით,  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ვლასი გარდაფხაძის განმარტებით, სამსახური ან  განყოფილება მარტში უნდა ამოქმედდეს და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავოს.

კანონში შესული ცვლილება მუნიციპალიტეტებს გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს, რისი შესრულებაც სავალდებულოა. 2020 წლის მარტამდე მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის მხარდამჭერი მუნიციპალური სამსახურის განსაზღვრა, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. შესაძლებელია, სოციალურ სამსახურში გაჩნდეს განყოფილება", - განაცხადა  ვლასი გარდაფხაძემ.         

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა