|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის უბნები ერთმანეთს ფეხბურთში ეჯიბრებიან

ქუთაისში უბნებს საფეხბურთო შეჯიბრება დაიწყო.  ტურნირი შორის ჯემალ გიორგაძის სახელობისაა და ის ყოველწლიურად იმართება. ტურნირში ქუთაისის გუნდებთან ერთად სოფელ რიონის გუნდიც მონაწილეობს.

 ჩემპიონატი 5 ოქტომებრს დაიწყო და 18 ოქტომბერს დასრულდება.
ტურნირის ერთ-ერთი მონაწილის, თომა ფრუიძის თქმით, უბნებს შორის სპორტულ შეჯიბრებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. 

"ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც მოყვარულებით არის დაკომპლექტებული. წლების წინაც ტარდებოდა მსგავსი სპორტული ღონისძიება ფეხბურთში, ჭომის სტადიონზე, რა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობა ყოველთვის მისასალმებელი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნდება", -აღნიშნა ფრუიძემ.

 

მატჩების ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

8 ოქტომბერი

15:00 ვაკისუბანი- რიონი

17:00 ჭომა-ავტოქარხანა


9 ოქტომბერი

15:00 ნიკეა-გორა
17:00 საფიჩხია-ავანგარდი

10 ოქტომბერი

15:00 ვაკისუბანი-ავტოქარხანა

17:00 ზასტავა-რიონი

11 ოქტომბერი

15:00 გუმათი-ავანგარდი

17:00 ნიკეა-საფიჩხია

12 ოქტომბერი

15:00 ვაკისუბანი-ზასტავა

17:00 ჭომა-რიონი

13 ოქტომბერი

15:00 გუმათი-საფიჩხია

17:00 გორა-ავანგარდი

14 ოქტომბერი

15:00 რიონი-ავტოქარხანა

17:00 ჭომა-ზასტავა 

გუნდებს შორის შეხვედრები ჭომის დასახლებაში არსებულ საფეხბურთო მოედანზე იმართება.
ტურნირის ნახევარფინალი 16 ოქტომბერს,  ხოლო ფინალური შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა