|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველობაში ევროპის უნივერსიტეტის შემოსვლა ევროპული განათლების გარანტი იქნება"

სტუდენტებისათვის ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა იყო დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით   გაიმართა.   შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ბიზნეს -სექტორის წარმომადგენლები. 

დისკუსიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო. მისი განცხადებით,  ბიზნესსექტორის მიერ ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს.

"ხარისხიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება რეგიონში შეამცირებს სწავლის მსურველი ახალგაზრდების გადინებას, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეგიონშივე მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა.  ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველობაში ევროპის უნივერსიტეტის შემოსვლა იქნება ევროპული განათლების გარანტი"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი 20 ივლისიდან ჰყავს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა