ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი გარდაიცვალა
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი დღეს დილით ნიუ-იორკში გარდაიცვალა - ინფორმაცია "ნიუპრესს" ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
"სამწუხაროდ, დღეს დილით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ბოლო 8 თვის განმავლობაში იქ მუაობდა. გარდაცვალების მიზეზს ამ დროისათვის ადგენენ. სავარაუდოდ, გული ან ინსულტია", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
როგორც ცნობილია, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.
ნოდარ მიქიაშვილი 1980 წელს ქუთაისში დაიბადა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა





17:53
12:49
11:13
14:57
















