|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისქალაქობა 2024“ - ღონისძიებების პროგრამა ცნობილია

2 მაისს ქუთაისში ტრადიციურად ქალაქის დღესასწაული აღინიშნება. „ქუთაისქალაქობა 2024“ - ამ სახელწოდებით ღონისძიებების პროგრამა ქალაქის მერიამ უკვე გამოაქვეყნა.

ღონისძიებები ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყება. დღის 12 საათიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილში ტრადიციული ღონისძიებები გაიმართება. მოეწყობა სახალხო სეირნობა, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, პლენერები.. 

დღის ბოლოს  ღონისძიებებს გალა კონცერტი დაასრულებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ „კახაბერი და ხანუმები“, „გუფი ლენდი“, სალიო.  

სიურპრიზი ელოდებათ საოპერო მუსიკის მოყვარულებსაც.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი