|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს პარლამენტს ართმევენ, ჩემს ჯინაზე აკეთებენ ყველაფერს"-მიხეილ სააკაშვილი

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. მასში რეგიონალური ორგანიზაციის წევრი ქალები მონაწილეობენ. ყრილობას ქუთაისიდან პარტიის სამი წევრი, ნატალია ქუთათელაძე,  ლელა ჯოჯუა და ხათუნა არველაძე ესწრებიან.

ნატალია ქუთათელაძის განცხადებით, ყრილობის წევრებს სკაიპით ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო.

"ჩვენ თქვენთან ერთად, სიმწრით შევქმენით ქართული სახელმწიფო. მინდა ვკითხო მათ, ვინც იძახის, რომ "ენმ" არის წარსული. რა შექმნეს ახალი, უკეთესი? "ენმ" არ არის წარსული, ჩვენ ვართ მომავალი და შევქმნით ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს.  ქუთაისი-ლონდონი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-ბუდაპეშტი... რა ენაღვლება ლაშა ბუღაძეს, წამოჯდება ამ ჩემს აშენებულ აეროპორტში და დაფრინავს, თან მლანძღავს. ქუთაისს ართმევენ პარლამენტს, მოკლედ ჩემს ჯინაზე აკეთებენ ყველაფერს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყრილობაზე "ნაციონალური მოძარობის" საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. მოხდება საბჭოს არჩევა და ქალთა ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა