|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი"- გიორგი ჭიღვარია

"ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი"- ამის შესახებ რადიო "ძველი ქალაქის" პირდაპირ ეთერში ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

"რეალურად ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ქალაქს ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა, ეს გახლავთ გარევაჭრობა, ტრანსპორტი, სანაპირო სახლების რეაბილიტაცია, გალერეის პრობლემები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი და მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემები ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. აქტიურად ვმუშაობთ როგორც ინფრასტრუქტურის,  ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. მოლაპარაკებები გვაქვს იბიარდთან. ვფიქრობთ, რომ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, გადაცემაში "მთელი დღე".

 შეგახსენებთ, ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხი გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგადაც ის ქუთაისის მერი გახდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა