|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და სამტრედიაში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების თანამშრომლებმა, ქუთაისსა და სამტრედიაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 4 სხვადასხვა გადასახადის გადამხდელის ობიექტში, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტი - ჯამში 2,800 ღერი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, საქმეთა მასალები კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
 

 
ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი