ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს განათდება
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველი ღონისძიება 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის #2 სამუსიკო სკოლაში ახალგაზრდული კამერული მუსიკის კონცერტით გაიხსნება.
მერიის ინფორმაციით, ასევე 28 დეკემბერს საღამოს მოხდება საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო განათება.
მონ პლეზირის თაღთან, 31 დეკემბერს დილიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები და დღის განმავლობაში გაგრძელდება. განთავსდება დახლები და გაიყინება მისალოცი ბარათები და ხელნაკეთი ნივთები, დარიგდება გოზინაყი, ღონისძიებებზე იქნება თოვლის ბაბუა ხურჯინით, რომელიც კონკურსებს ჩაატარებს ბავშვებისთვის და გამარჯვებულებს საჩუქრებს დაურუგებს.
ასევე საბავშვო სტუდიების მონაწილებით კონცერტი გაიმართება, მოეწყობა მულტიპლიკაციური პერსონაჟების მსვლელობა და დრამერების შოუ. "თეთრ ხიდზე" სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი გაიმართება, პირველის სკოლის მიმდებარედ განთავსდება საბავშვო ატარქციონები.
საღამოს 22:00 საათზე ტრადიციულად გაიმართება გალა კონცეტი. მონაწილეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ღონისძებები გაგრძელდება ახალ წელსაც, 1–2 იანვარს კულტურის ცენტრში "ნიღბების თეატრის" წარმოდგენები გაიმართება, სადაც მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს საახალწლო ნობათები დაურიგდებათ. 3 იანვარს თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართება ოპერის თეატრში, სადაც პატარები ასევე მიიღებენ ნობათს.
7 იანვარს ქალაქში, ტრადიციულად, საშობაო მსვლელობა გაიმართბა, შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულებ ადამიანებს გადაეცემათ.
ავტორი: ნიუპრესი