|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 13 საპატიო "ზასტაველი" დაასახელეს

ქუთაისში "ზასტაველობა" აღინიშნა. ღონისძიება გამარჯვების მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძე წელს მეორედ გამართა. ზასტაველობა ოპერის თეატრში მოეწყო, სადაც 13 "ზასტაველს" სატაპიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

"საპატიო ზასტაველის" წოდება მიენიჭა ღონისძების დამაარსებელს ალეკო ბაძგარაძეს, კოლორიტ ქუთაისელს ვაჟა ჭყონიას, არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილს, ექიმს მაგული ჩხობაძეს, პროფესორ ომარ გვეტაძეს, მეშვიდმეტე ბაღის ყოფილ გამგეს ციალა კუბლაშვილს,  როლანდ კვერნაძეს, თენგიზ სიმსივეს, რობერტ გოლეთიანს, შოთა ოქროპირაშვილს, ვაჟა ჟუღელს, ნინო უჩაძეს და თორნიკე მარჯანიშვილს. მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი "ადილა", მარჯანიშვილელები" და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ასევე წარმოდგენილი იყო კადრები "ზასტაველობის" პირველი და 2015 წლის ღონისძიებიდან.

გამარჯვების მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ ასევე სამწლიანი მუშაობა შეაჯამა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი მაჟორიტარი დეპუტატობის დროს განხორციელდა. დეპუტატმა ღონისძიებაზე გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიწვია, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ერთი მათგანი მივიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი