|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისში საბავშვო ატრაქციონი დამატებით 17 ადგილზე მოეწყობა

ქუთაისში  საბავშვო ატრაქციონი კიდევ 17 ეზოში მოეწყობა. ატრაქციონების მოსაწყობად ქუთაისის მერია 85 ათას ლარიან ტენდერს აცხადეს.  

„მიმწოდებელი“ ვალდებულია საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველი“-ს წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.  თუ რა მისამართებზე აპირებს მერია ატრაქციონების განთავსებას, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

"მიმწოდებელმა" 17 კომპლექტი საბავშვო ატრაქციონი  ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაამონტაჟოს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი