ქუთაისში 18 საკონტროლი პუნქტი მოეწყო
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ქუთაისში 18 საკონტროლი პუნქტი მოეწყო. 9 პუნქტი ქალაქის შესასვლელებში, დანარჩენი კი ქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ადგილზე საპოლიციო და სამხედრო ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე არიან მედიკოსები, რომლებიც მოქალაქეებს შეამოწმებენ.
პოლიციელები ავტომობილებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებენ და მათ რეკომენდაციებს აცნობენ.
ვირუსის საფრთხის გამო შემოწმება ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი დღეს დილის 8 საათიდან შევიდა ძალაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა