|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 1 800 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

მიმდინარე წლის 5 აპრილს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ფიდერის N92 დაახლოებით 1800 მომხმარებელს. ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეეზღუდება რუსთაველის (კენტი N77-137, ლუწი N92-124), პეტრიწის, ბარათაშვილის, გველესიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებისთვის ელენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნიუპრესი