|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

ქუთაისში 2000-მდე სოციალურად დაუცველი დახმარების გარეშე დარჩა -გუგავა

ქუთაისში 2000-მდე სოციალურად დაუცველი პანდემიის დროს დახმარების გარეშე,  ჯერ ცენტრალურმა, შემდეგ ადგილობრივმა ხელოსუფლებამ დატოვა- აცხადებენ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები.

ლეიბორისტებმა დღეს ქუთაისის მერიასთან პერფორმანსი სახელწოდებით "წერილები ოლიგარქის ზნედაცემული თავშესაფრიდან" გამართეს.

ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის კოორდინატორის სამსონ გუგავას განმარტებით, კარანტინის დროს მოსახლეობის უღატაკესი ფენა შიმშილისთვის გაწირეს.

 

ლეიბორისტი ფიქრობს, რომ ამისთვის "ქართულმა ოცნებამ" კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

"2000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი  ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარებების გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ამ ადამიანებმა ერთობლივი წერილით ქუთაისის მერიას მიმართეს დახმარებისათვის,  რომ ერთჯერადი დახმარებები მიეღოთ, უარის შემდეგ ინდივიდუალურად მიმართეს იმავე თხოვნით და იგივე პასუხი მიიღეს"-აცხადებენ ლეიბორისტები.

ქუთაისის მერიაში მასთ პროტესტს პასუხი არ გასცეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა