|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ქუთაისში შეხვედრა გამართა. თეიმურაზ მაჩაიძე ქალაქის მერს და ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ქუთაისის საჯარო სკოლებში განხორციელდება.
თეიმურაზ მაჩაიძის თქმით,  პირველ ჯერზე ინფრასტრუქტურა ქუთაისის 22 საჯარო სკოლაში მოეწყობა. შეკეთდება სველი წერტილები, სამედიცინო კაბინეტი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გათბობის სისტემებს და დაიწყება შენობების გადახურვა. 
შეხვედრას სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ, მათი თქმით, მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია სკოლის წარმატებასთან.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა