|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 23 წლის პაციენტის ოჯახი ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის დასჯას ითხოვს

ხმაური იყო ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან, სადაც პაციენტის ოჯახი ექიმის დასჯას მოითხოვს. ისინი ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა.

გვასალიების თქმით, 23 წლის სალომე გვასალია 4 ოქტომბერს სენაკში ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ქონდა და ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, გოგო კონტაქტური იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია არ იყო საჩქარო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ. ხერხემლის ოპერაცია 6 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს,  მას გული გაუჩერდა.

ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე შეშუპება აქვს და მეორე ოპერაცია ჭირდება. ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს. ისინი მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

23 წლის სალომე გვასალიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ  პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის ბოლოს დამძიმდა და კვლავ მძიმე რჩება. ექიმ მამუკა ნემსიწვერიძის თქმით,  გულის გაჩერებების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი.

"შემოიყვანეს 4 ოქტომბერს, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, სიმძიმე შეფასდა საშუალოდ, აღენიშნებოდა ხერხემლის დახურული ტრავმა. შემდეგმ გადაწყდა ოპერაციული ჩარევა. გადაყვანილი იქნა საოპერაციოდ, წინასწარ ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური. ოპერაციის დამთავრებისთანავე აღინიშნა გულის გაჩერება. ჩატარდა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. გულის მუშაობა აღდგა, მას შემდეგ მდგომარეობა რჩება მძიმე, სახეზეა ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანება. რამ გამოიწვია გულის გაჩერება,  შესაბამისი სამსახური ადგენს და ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი. თუ გამოიკვეთა დანაშაული, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას ", - განაცხადა მამუკა ნემსიწვერიძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა პაციენტს მეორე ოპერაცია უტარდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა