|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში 250-მდე შშმ პირმა სარეაბილიტაციო კურსის გავლა ვერ შეძლო"

ქუთაისში  მერიის მიერ გამკაცრებული შერჩევის კრიტეტიუმების გამო წელს სარეაბილიტაციო კურსი 250-მდე შშმ პირმა ვერ გაიარა. აღნიშნულის შესახებ "ლეიბორიტული პარტიის" წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის მერი თანხების ეკონომიას შშმ პირების ხარჯზე სწევს. 

"ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის მერია ზრუნავდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პირობების გაუმჯობესებასა და დამატებით ბარიერების მოხსნაზე, ისინი იქცევიან საპირისპიროდ, კერძოდ, ქუთაისის მერიის ბიუჯეტში წლების განმავლობაში არსებობდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც შშმ პირები დაბა ურეკში ყოველწლიურად  სარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ. ყოველწლიურად 400-მდე ბენეფიციარი ბიუჯერის ხარჯზე იღებდა ამ მომსახურებას. საკმარისი იყო ექიმის მიერ გაცემული ცნობის წარდგენა. წელს, ახალი მერის მოსვლის შემდეგ დაემატა ახალი ბარიერი. მათ მოთხოვეს სოციალურად დაუცველის სტატუსი სარეიტინგო ქულით 150 ათას ქულამდე ქვემოთ. ამ დამატებითი ბარიერის გამო წელს 250-მდე ბენეფიციარმა ეს კურსი  ვერ გაიარა. ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ 145-მა ბენეფიციარმა  შეძლო. უნდა რცხვენოდეს ქუთაისის მერიას, რომ თავიანთი გაზრდილი მადის ფონზე ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ხარჯზე ახდენს ბიუჯეტის ეკონომიას.  მოვუწოდებთ მათ, ეს პროგრამა დაუბრუნდეს პირვანდელ ნიშნულს, მოიხსნას დამატებითი კრიტერიუმი, რათა გაისად მაინც შეძლონ ამ ადამიანებმა სარეაბილიტაციო კურსის გავლა"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას  შშმ პირი  გიორგი კისკეიძე ესწრებოდა. მისი თქმით, ყოველწლიურად მერიის დაფინანსებით ურეკში სარეაბილიტაციო კურსს იტარებდა, წელს კი საჭირო კურსის გავლა ვეღარ შეძლო. 

"2007 წლიდან ვარ ამ პროგრამაში. ურეკში დავდიოდით წელიწადში 10 დღით ყოველ წელს. წელს განაცხადეს, რომ საჭიროა რაღაც სტატუსი.  მე ეს არ სტატუსი არ მაქვს და ვერ წავედი", -განაცხადა გიორგი კისკეიძემ.  

 საკითხთან დაკავშირებით კომენტარი  ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა ნატალია თევდორაძემ  გააკეთა. მისი თქმით, 150 ათასი სარეიტინგო ქულა არის ნახევრად შეძლებული ოჯახის მდგომარეობის, რომლებსაც თავადაც შეუძლიათ აღნიშნული კურსის გავლა.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა