|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის მეორე ფაზა გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობსსრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონტალური დგარი). 

აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდაკორპუსების სარდაფებში  არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორ ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა

დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას

ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დასრულებულია

პარალელურად, მრავალბინიან კორპუსებში, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც  წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება.

პროექტს  80 788 120 ლარით  აზიის განვითარების ბანკი  (ADB) აფინანსებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა