|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში ხონელიძის სახელობის სამშობიარო სახლში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. მედიკოსების თქმით, დოდო გიორგაძე და მისი ჩვილი თავს კარგად გრძნობენ.

"ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე. ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია. ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელია თითქმის არაფერია. მთავარია გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ" , - წერია სამშობიარო სახლის მიერ გავრხელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი