|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 6 სპორტული სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა

ქუთაისის მერიამ სპორტული სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. 

6 სპორტული სკოლის სატენდერო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი წინა ჯერზე ჩაიშალა. ამჯერად მერიამ სამუშაოებისათვოის განკუთვნილი თანხა 5 ათასი ლარით გაზარდა. 

 NAT190016784 სატენდერო განცხადების თანახმად, სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით მერია 40 ათას ლარს გადაიხდის. 

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,  პუშკინის ქუჩის N7-ში მდებარე  კრივის დარბაზის,  თამარ მეფის ქუჩის N100-ში მდებარე N19 სპორტული სკოლის; ხარებავას ქუჩის N5-ში - თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის; გამსახურდიას ქუჩაზე - ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო დარბაზის,  ნიკეას ქუჩაზე- N17 კომპლექსური სპორტული სკოლის და ლესელიძის ქუჩაზე არსებული N21 ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერმა კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზების, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლის რეაბილიტაცია დაანონსა, რისთვისაც მისი თქმით, 1 300 000 ლარია გათვალისწინებული. სკოლების რეაბილიტაცია 2020 წელს მოხდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი