|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ქუთაისში 60 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდა

ქუთაისში 60 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.

2021 წელს ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 85.19%
არა - 14.81%
არ ვიცი - 0%
სულ - 27 ხმა