|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 7 უბანში სპორტული ტრენაჟორები განთავსდება

ქუთაისში 7 სხვადასხვა ადგილას სპორტული ტრენაჟორები  განთავსდება. ინვენტარის შესაძენად და  განთავსებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარია გამოყოფილი. ტრენაჟორები  უკვე ფუნქციონირებს აღმაშენებლის ქუჩაზე , წლის ბოლომდე ნიკეას, სულხან-საბას, ახალგაზრდობის გამზირზე, სოლომონ11 ქუჩაზე, ცხინვალისა და რუსთაველის  კვეთაზე, ასევე ავალიანის ქუჩებზე მოეწყობა.  

საბინაო ინფრასრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა მოსახლეობის დიდი მოთხოვნა იყო, რის საფუძველზეც 7 ადგილზე სპორტული კომპლექტი დამონტაჟდება.

”მიმდინარე წელს 7 ადგიკზე მოეწყობა სავარჯიშო  ტრენაჟორებო. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარია გათვალისწინებული. შარშან ჩვენ მსგავსი ტიპის კომპლექტი 2 უბანში განვათავსეთ, რაზეც დიდი იყო მოთხოვნდა და წელს 7 სხვადასხვა უბანში მოვაწყობთ. ეს იქნება სხვდასხვა ტიპის კონსტრუქცია ზოგან ღია, ზოგან დახურული”,-განაცხადა ნაკაშიძემ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა