|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 84 წლის კაცმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისში „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრი 84 წლის მამაკაცმა დატოვა, რომელიც კლინიკაში სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა. მან კორონავირუსი დაამარცხა.

84 წლის მამაკაცი ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. ის კლინიკაში 24 მაისს, დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს.

პაციენტს ფილტვის ქსოვილის 95 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

„კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კოვიდცენტრის რეანიმაციული განყოფილების გუნდის მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ხანდაზმული პაციენტი სახლში სრულოიად გამოჯანმრთელებული გაეწერა,“-აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა