|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია წლის ბოლომდე 2 მილიონი ლარის ქონებას გაყიდის

ქუთაისში, ცხრა თვის მონაცემებით, დაახლოებით 1 500 000 ლარის ქონება გაიყიდა, რაც პრივატიზებისთვის განსაზღვრული თანხის მხოლოდ 43%-ია.

წელს ბიუჯეტში პრივატიზებისგან  3 500 000 ლარს ელოდებიან. აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ მერიას სამ თვეში 2 მილიონის ქონების გაყიდვა მოუწევს.

არსებული მონაცემების მიუხედავად ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს  მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვიოთმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი. პაატა კლდიაშვილის თქმით, რომ მერია მსგავსად გასული წლისა, პრივატიზების გეგმას შეასრულებს. "ყველა ღონეს მივმართავთ და გეგმას  წლის ბოლომდე მაინც შევასრულებთ",-აცხადებს ის.

მერია ბალანსზე არსებულ ქონებას ეტაპობრივად ყიდის. აუქციონზე, როგორც შენობა-ნაგებობები ასევე მიწის ნაკვეთები გადის. ამ დროისთვის ელექტორნულ აუქციონზე მხოლოდ ორი შენობა-ნაგებობაა.

აღსანიშნავია, რომ ქონების პრივატიზება ქუთაისში ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს, რისი მიზეზიც, გარკვეულწილად, ინვესტორების დაბალი ინტერესია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა