|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"7 ადამიანი ერთს ურტყამდა"- ქუთაისში ააიპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მოადგილე ცემეს

ქუთაისში ააიპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მოადგილე  ცემეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. თანამშრომლები გზაზე დახაზვის სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ნასვამმა მოქალაქეებმა მათ და ჩხუბი დაუწყეს. კამათში ააიპის უფროსის მოადგილე მ.ვ. ჩაერია, რამაც ნასვამი ახლგაზარდების უკმაყოფილება გამოიწვია. 

"გზაზე სამუშაოებს ასრულებდა ჩვენი ორი თანამშრომელი. ბავშვთა სამყაროს წინ ზებრა გადასასვლელს ხაზავდნენ. ამ დროს ჩამოიარეს ნასვამმა ახალგაზრდებმა და დაუწყეს კამათი. მათ ჩემი მოადგილე გამოესარჩლა, რის გამოც ჩხუბი მასაც დაუწყეს. 7 ადამიანი ურტყამდა ერთს. ჩვენი ორი თანამშრომელიც ეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ ვერ გაუმკლავდნენ. როდესაც მე მერიიდან მივედი და ვნახე, მისი მდგომარეობა მძიმე იყო"-განაცხადა ააიპ "ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ.

მისი თქმით, დაშავებულის მდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. რაც შეეხება მოძალადეებს, ისინი მეორე რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, ამ დროისთვის დადგენილი არიან დამნაშავეები. გამოძიება  126-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული,  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 1-დან 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა