"ზაფხულის საღამოებზე" ქუთაისელი მუსიკოსების კონცერტები გაიმართება
ქუთაისში ზაფხულის საღამოების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
ქუთაისის მერიამ წელს, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების კონცერტისთვის 11 750 ლარი გამოყო.
წლევანდელ ღონისძიებაში კონცერტებს ქუთაისური მუსიკალური ჯგუფები: „მუზეუმი“, ,,ოჩოს ქოხი’’, მუსიკოსი რობერტი კუხიანიძე და ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ZAPA გამართავენ.
ღონისძიებების ნომენკლატურა ასეთია:
20 ივლისს, 21:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში DJ ZAPA დაუკრავს. ჯგუფი „მუზეუმი“ კონცერტს 26 ივლისს 20:00 საათზე გამართავს.
ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, 3 აგვისტოს 20:00 საათზე ჯგუფი „ოჩოს ქოხის“ კონცერტი გაიმართება, ხოლო 16 აგვისტოს ქუთაისელი მსმენელის წინაშე რობი კუხინიძე წარსდგება.
აღნიშნული ღონისძიება უკვე შვიდი წელია ტრადიციულად იმართება ქუთაისში.
შეგახსენებთ, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლები წელს ქალაქის დღესასწაულის აღსაღნიშნ ღონისძიებებში ჩართულნი არ იყვნენ.
ამ თემაზე:
"ორმაისობის" შემცირებული ღონისძიებები და თამაშგარეთ დარჩენილი ქუთაისური ჯგუფები
ავტორი: ანი ლიპარიშვილი