|
  • EUR 1 = GEL 3.984
  • USD 1 = GEL 3.3253
|

ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩევლის 2,73 პროცენტი მივიდა

ქუთაისში 10 საათის მონაცემებით, ამ დროისთვის 4223 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო ამომრჩევლის 2,73 პროცენტია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველ ტურთან შედარებით დაბალია.

"პირველ ტურზე ამ დროის მონაცემებით 7,2 % პროცენტი იყო მისული საარჩევნო უბნებთან. ამ დროისთვის რამე დარღვევა არ დაფიქსირებულა და საოლქო კომისიაში საჩივარი არ შემოსულა", - განაცხადა ლალიაშვილმა.

 შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი